ეკა ბესელიას თქმით, გადადგომით შეაფერხა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი

14 იანვარი 2019, 00:00 1617 ნახვა

ეკა ბესელია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ იგი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან იმიტომ წავიდა, რომ უზენაესი სასამართლოს უვადოდ განსამწესებელი მოსამართლეების სიის კომიტეტზე განხილვა შეეფერხებინა

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით,  ნებისმიერი საკითხის განხილვის პროცესი შეჩერდა, ვიდრე კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს არ დანიშნავენ.  

"პირველი ეტაპის ამოცანა მიღწეულია, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ იუსტიციის მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტში, წლის ბოლო კვირას ვერ მიღებულიყო გადაწყვეტილება  და  სიის წარდგენა არ მომხდარიყო სესიაზე დასამტკიცებლად. პარალელურად, დაიწყო მუშაობა იმ კრიტერიუმებზე, რომელიც განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს უვადოდ არჩეული მოსამართლე და ვინ შეიძლება დასახელდეს ასეთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოზიციაზე" - განაცხადა ბესელიამ. 

მისი თქმით, ეს ორივე ამოცანა მიღწეულია და ბრძოლა გაგრძელდება თანამოაზრეებთან ერთად იმისთვის, რომ პარლამენტში დაწესებული ახალი კრიტერიუმებით შერჩეული მოსამართლეების სია წარუდგინონ  დეპუტატებს დასამტკიცებლად. 

ბესელია ამბობს, რომ სხვა საკითხებზე არ უნდა ისაუბროს. მისი თქმით, მოსამართლეებად არ უნდა დაინიშნოს "სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან დაკავშირებული მოსამართლეები". 

ამავე კატეგორიაში