დღეს H1N1 ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა

14 იანვარი 2019, 00:00 5505 ნახვა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით 48 წლის მამაკაცს, თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია 10 თვის ბავშვის გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ე.წ. ღორის გრიპით 17 ადამიანია გარდაცვლილი. მხოლოდ მცირედით იკლო საქართველოს მასშტაბით გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელმა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  100 000 მოქალაქეზე H1N1 ვირუსით ინფიცირებულია 253 მოქალაქე. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განახლებული მონაცემებით, 200-ზე მეტი პაციენტი რჩება სტაციონარში. მათ შორის არიან ბავშვებიც. რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატს - რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში „ტამიფლუს“ უფასოდ მიღება ბათუმსა და ქობულეთში ფარმადეპოს, ჯი-პი-სისა და პე-ეს-პეს აფთიაქების რამდენიმე ფილიალშია შესაძლებელი. ვაქცინის შეძენაც ასევე აფთიაქებშია შესაძლებელი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი ამ ეტაპზე ამოწურულია. ჯანდაცვის ორგანიზაციები საქართველოში 3000 ამპულა ვაქცინას ელოდებიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში