ციტრუსის ნაწილი დაუკრეფავია

14 იანვარი 2019, 00:00 1494 ნახვა

დასკვნით ეტაპზეა ციტრუსის სეზონი აჭარაში. გასული წლისგან განსხვავებით, წელს ქობულეთში ფერმერების ნაწილს ამ დრომდე არ დაუკრეფია მოსავალი, ნაწილმა კი მაღალ ფასში გაყიდვის მოლოდინით, დაკრეფილი მანდარინი შეინახა, მოსავალი დალპა, შესაბამისად ფერმერების ნაწილს მისი გადაყრა მოუხდა.

ადგილობრივები, მწერებისგან დაზიანებულ მოსავალზე საუბრობენ. საკოორდინაციო შტაბში კი სეზონს დადებითად აფასებენ და შარშანდელთან შედარებით წელს ექსპორტზე უფრო მეტი მანდარინის გატანაზე ამახვილებენ ყურადღებას.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში