პატარაძე ქობულეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

03 აგვისტო 2016, 00:00 4667 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს ქობულეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ზურაბ პატარაძე ზენითის, გვარას და წყავროკას მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ესაუბრა. თავმჯდომარე ასევე იმყოფებოდა წყავროკაში, სადაც შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირი მოინახულა. დღის ბოლოს მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის აგროსერვისცენტრში ყურძნის კრეფის პროცესშიც ჩაერთო.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში