მაჩალიკაშვილები უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ 

15 იანვარი 2019, 00:00 1549 ნახვა

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყეს. მოკლულის მშობლები უწყებას  უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის აღიარებას და მორალური ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ. ამბობენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დამნაშავედ მტკიცებულებების გარეშე გამოაცხადეს.

მოსარჩელეებს სუს-ის ორი 2017 წლის და 2018 წლის განცხადებები აქვთ გასაჩივრებული. პროცესი საქალაქო სასამართლოში გაიმართა, რომელსაც ზაზა სარალიძეც დაესწრო. ოჯახის ინტერესებს არასამთავრობო სექტორი იცავს.  სარჩელთან დაკავშირებით მოსამართლე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს 5 თებერვალს გამოაცხადებს.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში