ტექნიკური ინსპექტირება 21 ათასზე მეტმა ავტომანქანამ გაიარა

15 იანვარი 2019, 00:00 1915 ნახვა

ორი კვირის განმავლობაში ტექნიკური ინსპექტირება 21 276 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, აქედან 9,613 ავტომანქანა დახარვეზდა.   ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო  ავრცელებს. 75 ავტოსატრანსპორტო საშუალების  გზაზე გადაადგილება დაუშვებლად  მიიჩნიეს. იმ შემთხვევაში, თუკი ავტოსატრანსპორტო საშუალება პირველ შემოწმებას ვერ გაივლის, ავტომფლობელს აქვს  30 კალენდარული დღე ხარვეზის გამოსასწორებლად.

მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარია. ავტომობილი შემოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა. ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. ინსპექტირების პროცესის შესახებ ინფორმირების მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი ნომერზე 14-84.  

ამავე კატეგორიაში