იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები შეხვედრებს მართავენ

17 იანვარი 2019, 00:00 1439 ნახვა

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე შეთანხმდნენ ისეთ ძირითად პრინციპებზე, როგორებიცაა მოსამართლეების შერჩევის გამჭვირვალობის აუცილებლობა და პარლამენტის როლის გაძლიერება.

ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ ისინი იზიარებენ ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის პოზიციებს და აანონსებენ მათთან ღია ფორმატის შეხვედრას, სადაც მათი თქმით უკვე კონკრეტულად იქნება ჩამოყალიბებული ყველა წინადადება მოსამართლეების შერჩევის პროცესებთან დაკავშირებით.

ამავე კატეგორიაში