მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში რამდენიმე შეხვედრა გამართა

03 აგვისტო 2016, 00:00 3338 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  სოფლების ზენითისა და გვარას მოსახლეობას შეხვდა.  სოფელ წყავროკაში დიალოგი ჰქონდა  ნინო ნოღაიდელთან. ის  არასამთავრობო ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” წევრია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა არაადაპტირებული ადმინისტრაციული შენობების პრობლემა დასვა. ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ქობულეთის აგროსერვისცენტრის მუშაობის სპეციფიკას  გაეცნო. ისინი  ღვინის წარმოებით და სხვა საკითხებით დაინტერესდნენ, რომელთა  ფინანსებიც, მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს. მთავრობის პირველ პირთან პრობლემებზე   იპოთეკური სესხით დაზარალებულებმაც  ისაუბრეს.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში