დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულია ორი პირი - მამუკა ბახტაძე 

18 იანვარი 2019, 00:00 2109 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულია ორი პირი. მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას, რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს. 

''გამოძიება გრძელდება და გარწმუნებთ, რომ ყველა ის პირი, ვინც იქნება გამოვლენილი, რომ ტრაგედიასთან მიმართებაში მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა,  კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს'' - თქვა ბრიფინგზე პრემიერმა. 

მამუკა ბახტაძემ გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

''დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს ორი დღის უკან. გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ,ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილებს ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცველებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი''.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში