ტრაგედიისას დაღუპულები დღეს დაკრძალეს

20 იანვარი 2019, 00:00 1503 ნახვა

ტრაგედიის დროს გარდაცვლილი, ერთი ოჯახის სამი წევრი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამ კი ეკლესიაში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი კათოლიკოს-პატრიარქმა გადაიხადა.

ილია მეორემ მრევლს თხოვა, გარდაცვლილები ლოცვებში მოიხსენიონ. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 წლის ბავშვი. დაშავდა 8.
  

ამავე კატეგორიაში