ქართველ მეზღვაურს, რომელიც გემიდან 14 დღის წინ გაუჩინარდა, ამ დრომდე ეძებენ

21 იანვარი 2019, 00:00 1991 ნახვა

 23 წლის ქართველი მეზღვაურს, დავით რაზმაძეს, რომელიც  ნაოსნობის დროს გაუჩინარდა, ამ დრომდე ეძებენ.  ორი კვირაა მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ ძებნის პროცესში ჩართულია გემთმფლობელი კომპანიაც. გემი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ეკუთვნის. საკითხზე კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავრობა ინფორმირებულია პრობლემის შესახებ და საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. 

გემი ამ ეტაპზე მისურატას ნავსადგომში დგას. ქართველი მეზღვაური მარშალის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, 7 იანვარს გაუჩინარდა.

ამავე კატეგორიაში