მთის სტატუსით სტუდენტები ვერ ისარგებლებენ

04 აგვისტო 2016, 00:00 4822 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში "მთის სტატუსის" მინიჭების პროცესი თითქმის დასრულებულია. ამ დროისთვის ქედაში მაღალმთიანეთში მცხოვრების სტატუსი 14 ათას 612 მოქალაქეს მიენიჭა, ხოლო 76 მოქალაქეს რეგისტრაციის ცვლილების ან გარდაცვალების გამო სტატუსი შეუწყდა.  კომისიაში ამჟამად 70 - მდე  მოქალაქის განაცხადს სწავლბს.  ამ ეტაპზე შეღავათებით სარგებლობენ მიკრობიზნესმენები, დახმარებები გაიცემა ახალშობილებზე. შეღავათებია ელექტროენერგიის გადასახადის კუთხითაც. პირველი სექტემბრიდან კი  შეღავათებით ისარგებლებენ პედაგოგები და პენსიონერები. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქედაში 64 -ვე სოფელს მიენიჭა. 

ამავე კატეგორიაში