ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურს ბათუმში ნარჩენების გატანაზე უარი ეთქვა

21 იანვარი 2019, 00:00 1865 ნახვა

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურს შესყიდვების სააგენტომ  უარი უთხრა ნარჩენების  ბათუმის ნაგავსაყრელზე  გატანის  მოთხოვნაზე. უწყების გადაუდებელი აუცილებლობის პირობით შესყიდვა  არ დაკმაყოფილდა. „მთავარის“ ეთერში 18 იანვარს გასულ სიუჟეტში  დასუფთავების სამსახურის დირექტორი  ამბობდა, რომ თუ ნარჩენებს ბათუმში ვერ გაიტანენ  მუნიციპალიტეტში  დასუფთავების პრობლემა შეიქმნება, რადგან ოზურგეთში სოფელ მერიის ნაგავსაყრელი , სადაც  ნარჩენები ახლა გააქვთ, საკმარისი არ არის და შესაძლოა ტურისტულ სეზონზე პრობლემა შეიქმნას. დღეს კი ქობულეთის სანდასუფთავების დირექტორმა განაცხადა, რომ ნაგავშემკრები ახალი მანქანის ყიდვაა დაგეგმილი, ასევე გაგრძელდება მოლაპარაკებები ნარჩენების ბათუმში გატანის შესახებ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში