საკონსტიტუციო სასამართლოში ​ე.წ. მოსმენების შესახებ სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

21 იანვარი 2019, 00:00 1244 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში ​ე.წ. მოსმენების შესახებ სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება. 326 მოქალაქისა და სახალხო დამცველის მიერ პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. სადავოდ არის გამხდარი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილებას, აგრეთვე, სააგენტოსათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და მონაცემთა ცენტრალური ბანკის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებას. 

მოსარჩელეთა მტკიცებით, სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა, ისევე, როგორც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს ამგვარი მონაცემების შეგროვებაზე პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს. მათი აზრით, სააგენტოს საქმიანობაზე არ ხორციელდება ეფექტური გარე კონტროლი, რის გამოც არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების თვითნებურად განხორციელების რეალური საფრთხე. რაც მათი თქმით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევას.

ამავე კატეგორიაში