საქართველოს პრეზიდენტი ბელგიაში ქართულ დიასპორას შეხვდა

22 იანვარი 2019, 00:00 1540 ნახვა

ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიასპორასთან  შეხვედრაზე დაისვა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ბელგიაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, მათ შორის იყო ორმაგი მოქალაქეობის თემაც.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. დაგეგმილია შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიისა და  ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში