მიიღებენ თუ არა ფერმერები ციტრუსის საკომპენსაციო თანხას - ენმ-ს ბრალდება და სამინისტროს განმარტება

22 იანვარი 2019, 00:00 2177 ნახვა

''ფერმერები ციტრუსის საკომპენსაციო თანხას არ მიიღებენ, ამასთან შემცირებულია არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებაც“ - აცხადებს ,,ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ბონდო თედორაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს უფუნქციობაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, მოსახლეობას წელს მოსავალი დაუზიანდა, რის გამოც ციტრუსის რეალიზაცია შეფერხებულია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ  საკომპენსაციო თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა და ოპონენტებს მინისტრი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ამასთან ტიტე აროშიძე  აანონსებს „ექსტენციის“ ახალ პროგრამას, რომელიც  მოსავლის  თანამედროვე ტექნოლოგიებით მოვლასა და ფერმერთა ინფორმირებულობას  ითვალისწინებს.

ახალი პროგრამა იმ თანხით დაფინანსდება, რომელსაც სამინისტრო ციტრუსის სუბსიდირებისთვის ყოველწლიურად ხარჯავდა. მომავალი წლიდან სამინისტრო სუბსიდირების პროგრამას აუქმებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში