ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

22 იანვარი 2019, 00:00 1406 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა.  

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანია სავსე იყო სიძულვილით, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფითა და შევიწროებით. დეპუტატმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ რეკომენდაციებს ქართული მხარე ყურადღებით ეცნობა და ითვალისწინებს. პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ წარმოებულ  აგრესიულ კამპანიაზე ყურადღება გაამახვილეს ქართული დელეგაციისა და საპარლამენტო ასამბლეის ევროპელმა წევრებმა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში