რატომ მიიჩნევენ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებას საფრთხედ?

22 იანვარი 2019, 00:00 1458 ნახვა

შესაძლოა მალე საქართველოს პარლამენტში, იმ ცვლილებების განხილვა დაიწყოს, რომელიც „მაუწყებლის შესახებ“ კანონს შეეხება  - ცვლილებების განხორციელება და ახალი აუდიო-ვიზუალური მომსახურების შესახებ კანონის მიღება ევროპული დირექტივაა - ცნობილია, რომ პროცესი წელს უნდა დასრულდეს, შესაბამისად დეპუტატები ცვლილებებს სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ. მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან „ცილისწამების დასჯის“ შესახებ გამოთქმული მოსაზრებებისა და განხილვის აუცილებლობის გაცხადების შემდეგ, ალბათ მალე ამავე ქოლგის ქვეშ მოექცევა ინიციატივაც - რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც  ადამიანის შესაძლო შეურაცხყოფის საკითხის განხილვა მედიასაშუალების თვითრეგულირების ჩარჩოებს გასცდება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ წევრები რისკებსა და საფრთხეებზე საუბრობენ.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კი ევროდირექტივაზე მიუთითებენ და მოსალოდნელ ცვლილებებს, პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში