ბარცხანის ხიდის დაგეგმილ რეაბილიტაციას მოსახლეობა თანხის ფუჭად ხარჯვად აფასებს

22 იანვარი 2019, 00:00 2654 ნახვა

ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ხიდის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს გაზაფხულზე. ბარცხანის დასახლებაში სამანქანე მთავარი დამაკავშირებელი ხიდის რეკონსტრუქცია, პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შემოდგომისთვის უნდა დაასრულოს. სამუშაოები ზაფხულის დატვირთულ სეზონზე სავარაუდოდ დისკომფორტს შექმნის, თუმცა მერიაში შემოვლითი გზების იმედი აქვთ.

გამარჯვებული ჯერ  გამოვლენილი არაა, სატენდერო თანხა 700 ათას ლარზე მეტია. ბარცხანაში ხიდთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ ამ ხიდის რეაბილიტაციით პრობლემა მხოლოდ დროებით მოგვარდება და თანხა ფუჭად დაიხარჯება. ფიქრობენ, რომ უმჯობესი ახალი გადასასვლელის მოწყობაა. ექსპერტების დასკვნას იშველიებენ ინფრასტრუქტურის სამმართველოში - დასკვნის თანახმად ხიდის რეაბილიტაცია ყველა შესაძლო საფრთხეს მოხსნის.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში