სახლის გამაგრების მოლოდინში 

23 იანვარი 2019, 00:00 1484 ნახვა

სიძველით დაზიამებული სახლების მეპატრონეებისთვის სპეციალური დახმარების პროგრამა არც წლევანდელ ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული ქობულეთის მერიას. არ არსებობს სტატისტიკაც. მუნიციპალიტეტში მთავრობაში წლებია ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ისევ უცნობია როგორ დაეხმარებიან მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს.

სიძველისგან დაზიანებულია სოფელ ლეღვაში გოგიტიძეების საცხოვრებელიც. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ცნობისთვის ასეთი ოჯახებისთვის მუნიციპალური პროგრამა არსებობს ქედაში, შუახევსა და ხულოში. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში