ომბუდსმენის აპარატი ოფისის არქონის გამო ქირაში 34 000 $ ხარჯავს

23 იანვარი 2019, 00:00 1637 ნახვა

უკვე 6 თვეა სახალხო დამცველის აპარატი ნაქირავებ შენობაში გადავიდა, რომლის თვიური ხარჯიც 34 000 $-ს შეადგენს. სწორედ, ეს  ხარჯი გახდა ბოლო დღეებში განსჯის საგანი. ვითარება ასეთია - იმისთვის რომ სახალხო დამცველის აპარატს  საკუთარი ფუნქცია განეხორციელებინა და ადამიანის უფლებებზე არასახიფათო, სათანადო პირობებში ემუშავა, ზაფხულიდან დღემდე მხოლოდ ოფისის დაქირავებისთვის 204 ათასი დოლარის გადახდა მოუწია.

ომბუდსმენის აპარატმა დღეს ამ საკითხზე განცხადებაც გაავრცელა, ნინო ლომჯარიას ხარჯი გაუმართლებლად მიაჩნია, თუმცა აპარატის ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე სხვა გზად მხოლოდ ალტერნატიულ ფართს ხედავს, რომელიც მისი თქმით მთავრობამ ამ დრომდე ვერ გამონახა.  მთავრობაში დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. რატომ დარჩა ომბუდსმენის აპარატი ღია ცის ქვეშ თვეების წინ და ვის ევალება ამ პრობლემის მოგვარება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში