საქართველოში წითელას 580 შემთხვევა დაფიქსირდა

24 იანვარი 2019, 00:00 2077 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში წითელას 580 შემთხვევაა რეგისტრირებული. პაატა იმნაძის თქმით, წითელასგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება აცრაა.

ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთშია.

''გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარაში წითელას შემთხვევები ცხრამდე გაიზარდა. ამ დროისთვის, სტაციონარულ მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი, 30 წლის კაცი  გადის, სწორედ, ეს ასაკია რისკჯგუფი

სპეციალისტები 20-დან 45 წლამდე მოქალაქეებს, აცრების გარდა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაეროვანი გზით, ასევე ინფიცირებული ადამიანის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით გადადის. 

გასულ წელს აჭარაში, წითელას ვირუსის 322 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე კატეგორიაში