სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტი, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დასწრებით დაასრულა

24 იანვარი 2019, 00:00 1360 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტი, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დასწრებით დაასრულა, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.  

"ნატო-ს საბჭოზე საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა და აღინიშნა, რომ საქართველო ნატო-ს არაჩვეულებრივი მოკავშირეა.

პრეზიდენტის თქმით, შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართ ძალიან სერიოზული გამოწვევებია: უკრაინის მოვლენები, რუსეთის გააქტიურება.  მისი თქმით, აუცილებელია, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოება ნატო-სთან ერთად, რომ შავმა ზღვამ შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი დანიშნულება, რომ იყოს ჩვენსა და ევროკავშირს შორის კავშირი.

ამავე კატეგორიაში