ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აღარ არის

24 იანვარი 2019, 00:00 1289 ნახვა

ზაზა ოქუაშვილს უმაღლეს საბჭოში სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. საკითხზე დეპუტატებმა მისივე განცხადების საფუძველზე იმსჯელეს, რომელსაც  მხარი ხმაურიან სხდომაზე მყოფმა ქართული ოცნების ათივე წევრმა დაუჭირა, ოპოზიცია კი წინააღმდეგ წავიდა.

უმცირესობა ამტკიცებს, რომ დეპუტატმა მანდატი იძულებით, ზეწოლის ნიადაგზე შეიწყვიტა.  უმცირესობამ განცხადების ელექტრონულ ვარიანტთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება, რაზეც უმაღლესი საბჭოში განმარტებები გააკეთეს

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში