აქცია ოჩხამურში - ადგილობრივები სოფლის ექიმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ

24 იანვარი 2019, 00:00 1952 ნახვა

საპროტესტო  აქცია დაბა ოჩხამურში.  ადგილობრივები სოფლის ექიმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.  ირინა მჟავანაძე ოჩხამურში უკვე 19 წელია მუშაობს. მის ხელშეკრულებას,რომელიც აჭარის სოციალურ სააგენტოსთან აქვს დადებული ვადა გაუვიდა, ხელშეკრულების გასაგრძელებლად კი სააგენტოში ელექტრონული ხელწერა მოსთხოვეს.

ელექტრონული ხელწერისთვის საჭიროა აიდი ბარათის ქონა, მჟავანაძეს კი მხოლოდ პირადობის მოწმობა აქვს, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურება. აიდი ბარათის  უქონლობის გამო იგი ხელშეკრულებას ვერ აგრძელებს.  

მოსახლეობა ექიმთან ხელშეკრულების გაგრძელებას  ითხოვს. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ,რომ ახალი კანონის მიხედვით, ყველა თანამშრომელს ევალება პირადი ინფორმაცია ადმინისტრაციას  ელექტრონულად მიაწოდოს და შესაბამისად, კანონს ვერ დაარღვევენ. მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული პასპორტი არ ექნება ექიმს, მისი გათავისუფლება მოუწევთ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში