ქედის მერია სატვირთო თვითმცლელს ყიდულობს

20 იანვარი 2019, 00:00 1382 ნახვა

ქედის მერია სატვირთო თვითმცლელს შეისყიდის. 133 ათას 800 ლარის ღირებულების ტექნიკის შესყიდვისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები დასრულებულია.  აქამდე მუნიციპალიტეტს  ბალანსზე აღნიშნული ტექნიკა არ ჰქონდა.

მერის პირველი მოადგილის თქმით, ტექნიკის შეძენა, მერიის ბალანსზე არსებულ გზებზე, მეწყერის გაწმენდას და მიწის მასის გატანას უზრუნველყოფს.

მერიის ბალანსზე სულ სამი მძიმე ტექნიკა ირიცხება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში