უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილს სავარაუდოდ მერაბ ბლადაძე შეცვლის

25 იანვარი 2019, 00:00 1533 ნახვა

უმაღლეს  საბჭოში ზაზა ოქუაშვილს სავარაუდოდ მერაბ ბლადაძე შეცვლის. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ პატრიოტთა ალიანსის პროპორციული სიის  მომდევნო ნომერი უფლებამოსილების ცნობისთვის  უმაღლეს საბჭოს  15 დღის ვადაში უნდა  წარუდგინოს, რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ კი  საკითხზე ერთი თვის ვადაში უნდა იმსჯელოს.

ზაზა ოქუაშვილს უფლებამოსილება გუშინ შეუწყდა, უმაღლესმა  საბჭომ  დეპუტატის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის  შესახებ 10  ხმით  4-ის  წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

ამავე კატეგორიაში