ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა

26 იანვარი 2019, 00:00 1099 ნახვა

საქართველოს მთავრობის სტრატეგიის შესაბამისად, ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული ხედვა შვიდ ძირითად მიმართულებას ეფუძნება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს მიმართულებებია: ტერორიზმთან, ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, პრევენცია, დაცვა, მზადყოფნა, დევნა, სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა. სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას პრიორიტეტული ადგილი უკავია. შესაბამისად, პრევენციის კომპონენტს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, საქართველო განავითარებს დაცვით შესაძლებლობებს, რათა შეამციროს ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმის განხორციელების საფრთხე. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სახელმწიფო ტერორისტული თავდასხმისგან დაზღვეული არ არის.

შესაბამისად, წინამდებარე სტრატეგია მიზნად ისახავს მზადყოფნის კომპონენტის განვითარებას. ტერორისტული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სახელმწიფო აღასრულებს მართლმსაჯულებას. შესაბამისი უწყებების აქტიური მონაწილეობით განვითარდება დევნის სამართლებრივი მექანიზმები. სახელმწიფო უზრუნველყოფს, გამოძიების შედეგად გამოავლინოს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს ტერორიზმის მიზნით ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირებს. ტერორისტულ და ექსტრემისტულ გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებისთვის სახელმწიფოს მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მოქნილი და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული კანონმდებლობის შემუშავება.

ამავე კატეგორიაში