დაბა ქედაში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა შეჩერდა

26 იანვარი 2019, 00:00 1331 ნახვა

დაბა ქედაში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით  გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაა.

ქედის მერიამ კომპანია „ჭედა 2012“  დააჯარიმა და ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერის პირველი მოადგილის განცხადებით მუშაობის ტემპი არადამაკმაყოფილებელი იყო. დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა. სტადიონის მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში