იზორია ნატო-ს წარმომადგენელს შეხვდა

04 აგვისტო 2016, 00:00 4213 ნახვა

თავდაცვის მინისტრის რანგში, ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა საქართველოში ნატოს წარმომადგენლობასთან გამართა. მინისტრის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუსთან გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები, პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი და 2014 წლის უელსის სამიტზე საქარველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს.

ამავე კატეგორიაში