ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოცხადებულ კარანტინთან დაკავშირებით ქეთევან ციხელაშვილის კომენტარი

28 იანვარი 2019, 00:00 1206 ნახვა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოცხადებულ კარანტინთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დღეს კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მუშაობა ყოველდღიურად გრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, რომ  რაც შეიძლება მალე მოიხსნას ხელოვნური შეზღუდვა.

მინისტრის თქმით, არანაირი რაციონალური საფუძველი ამ შეზღუდვას არ აქვს. ციხელაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამ ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე შექმნა და პროცესი  მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

ამავე კატეგორიაში