ქართული ტელეარხების სანდოობა საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით

28 იანვარი 2019, 00:00 1560 ნახვა

NDI-ის ახალ კვლევაში საუბარია მედიის მიმართ ნდობასა და ცნობადობაზეც. გამოკითხვის მიხედვით ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“-ია ყურებადობის თვალსაზრისით პირველ და მეორე ადგილზე. უფრო კონკრეტულად კი პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ გამოკითხულთა 66 პროცენტი ინფორმაციას იმედიდან იღებს, 61 პროცენტი კი რუსთავი 2-დან.

39-პროცენტი უყურებს ტვ პირველს, 34 პროცენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, 17-17 პროცენტი კი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და პალიტრა ტვ-ს. რაც შეეხება ტელევიზიებისადმი ნდობას, უმრავლესობა ამ საკითხს ნეიტრალურად უყურებს. უმრავლესობა  კი იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართული ტელევიზიები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში