ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულთა პროცესი

28 იანვარი 2019, 00:00 2279 ნახვა

შესაძლოა მალე ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულ პირებთან კავშირში მყოფი კიდევ ორი პირი დააკავონ - ამის შესახებ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში თბილისის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა. მისი თქმით პოლიციამ ეს ინფორმაცია გამოძიების პროცესში მიიღო. პოლიციის თანამშრომელი მოწმის სახით დღევანდელ პროცესზე გამოკითხეს, სადაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის ბრალდებულების საქმეს განიხილავდნენ.

დღესვე ცნობილი გახდა მინდია ლავასოღლის სახლის ჩხრეკის დეტალები. გამომძიებლის თქმით ამოღებულია ნოუთბუქი, პასპორტები და მეხსიერების ბარათები. პროცესზე, ივანე გეგიაძის ადვოკატებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარადგინეს ექსპერტების დასკვნები  და მისი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროკურორმა კი დასკვნა ეჭვქვეშ დააყენა, ბრალდების მხარე ალტერნატიული გამოკვლევების ჩატარებას აპირებს.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში