საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა: "უკუსვლა დემოკრატიის სფეროში"

29 იანვარი 2019, 00:00 1498 ნახვა

„გასულმა წელმა ცხადყო, რომ საქართველოში დემოკრატია უკან დახევის წინაშეა, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ქმნის“ - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ კვლევაშია ნათქვამი.  

მიზეზად სამართალდამცველების  მხრიდან ანგარიშვალდებულების სიმცირე, სასამართლოს სისტემაში არსებული კორუფცია და პოლიტიკური ჩარევები სახელდება. მიზეზებს შორის ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოებაზე მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილ თავდასხმებსაც ასახელებს. ანგარიშის თანახმად,  საქართველო შარშანდელთან შედარებით მხოლოდ 5-ი საფეხურით არის დაწინაურებული და 41-ე ადგილზეა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. როგორ აფასებენ კვლევას საქართველოს ხელისუფლებაში? თამუნა ხოზრევანიძე მოგვიყვება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში