აჭარაში აეროპორტების განვითარება იგეგმება

29 იანვარი 2019, 00:00 3267 ნახვა

აჭარაში აეროპორტების განვითარება იგეგმება - ამის შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. გიორგი ქობულიას არ დაუკონკრეტებია რა ფორმით და სად. მისი თქმით ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამბობს, რომ ამ კუთხით მსჯელობა რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს, მათ შორის ალტერნატიულ ლოკაციებზე. ბათუმის საერთაშორისო  აეროპორტის შესაძლო ადგილმონაცვლეობის შესახებ რამდენიმე თვის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც აცხადებდა.

ცოტნე ანანიძე ამბობდა, რომ ბათუმის აეროპორტი მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას აფერხებდა. ცნობისთვის, ცოტნე ანანიძე ახალი აეროპორტის განთავსების შესაძლო ადგილად ქობულეთს ასახელებდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში