საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიხეილ დილიმაშვილი უხელმძღვანელებს

31 იანვარი 2019, 00:00 6094 ნახვა

საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. იგი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ეს უკვე მეორე ფაქტია, როცა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ინიშნება.

შეგახსენებთ, თემურ კუპატაძემ როტაციის პრინციპით,  შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა. იგი დეპარტამენტის უფროსის პოსტზე 2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა. 

ამავე კატეგორიაში