აჭარის დასაქმების სააგენტომ პროგრამების პრეზენტაცია ქედაში გამართა

31 იანვარი 2019, 00:00 2010 ნახვა

აჭარის დასაქმების სააგენტომ პროგრამების პრეზენტაცია ქედაში გამართა. წელს სააგენტო მოქალაქეებს 15 სხვადასხვა მოთხოვნად პროფესიაში მოამზადებს.

სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების, კულინარიული ხელოვნების, ელექტროობის, შემდუღებლისა და მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორის სპეციალობაში  80  მაძიებელი მომზადდება, პარალელურად კი სამუშაო გამოცდილების მქონე 20 მოქალაქეც  გადამზადდება.

პროფესიული მომზადების სასწავლო კურსი თეორიას, პრაქტიკას და უცხო ენის შესწავლას მოიცავს. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა აჭარის დასაქმების სააგენტოს ოფისებს უნდა მიმართონ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში