სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

31 იანვარი 2019, 00:00 1563 ნახვა

სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. აღსრულების პროცედურა კი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის საკითხს.

უწყების მიერ ჩატარებული  სამუშაოების შედეგად 2014 წელს დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და დაიწყო დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

ამავე კატეგორიაში