ხელვაჩაურის მერიის ბიუჯეტი გაიზარდა

31 იანვარი 2019, 00:00 1395 ნახვა

ხელვაჩაურის მერიის ბიუჯეტი გაიზარდა. 511 ათას 539 ლარის ცვლილება განხორციელდა მუნიციპალიტეტის ფინანსურ დოკუმენტში.  საკრებულოს ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით 34 ათას 800 ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურების თანხები.  

შრომითი ანაზღაურებისთვის თანხები დაემატება აიპი „ხელვაჩაურის სასაფლაოებს“,   წყალკანალს, ასევე გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალურ სამსახურებს.

იგეგმება თანამშრომლების დამატებით აყვანაც.   წელს პირველად ხელვაჩაურის მერია საჭიროების შემთხვევაში 150 ლარით დაუფინანსებს ვეტერანებს მედიკამენტებს. პროგრამისთვის 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.

დაიწყება საბავშვო ბაღების გაზიფიცირება და სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწესრიგება, რაზეც მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტიდან 185 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში