ხელოვნების ცენტრში დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება

31 იანვარი 2019, 00:00 1698 ნახვა

სხვადასხვა დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სოფო ხალვაშს და თემურ ბიბილეიშვილს, ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს  საპატიო წევრის დამადასტურებელ დოკუმენტს გადასცემენ.

ცერემონიალი ბათუმის ხელოვნების ცენტრში, ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს პარიზის სამდივნოს დავალებით რამდენიმე წუთში  დაიწყება.

საღამოს ამავე საბჭოს არგენტინის ბიუროს პრეზიდენტი დაესწრება, რომელიც სოფო ხალვაშთან და სხვა შემსრულებლებთან ერთად დაგეგმილ კონცერტშიც მიიღებს მონაწილეობას.

ამავე კატეგორიაში