დაგვაში სუფთა სასმელ წყალს ითხოვენ

31 იანვარი 2019, 00:00 1359 ნახვა

მოსახლეობა წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს სოფელ დაგვაში. მთავარი წყლის ფილტრია, რომელიც პრობლემებს განსაკუთრებით ზამთარში იწვევს. წყლის სათავე ნაგებობა სოფელში 1961 წელსაა აგებული. სიძველის გამო კი ხშირად ზიანდება.

მერიაში ამბობენ, რომ  წყალსადენის პროექტი შეძენილი აქვთ, თუმცა სამუშაოები „აჭარისწყლის ალიანსმა“ უნდა განახორციელოს,რომელსაც ჯერჯერობით  ტენდერი მხოლოდ კონსულტანტების  ასაყვანად აქვს გამოცხადებული. სამუშაოები სპეციალისტებმა უნდა დაგეგმონ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში