ეკა ბესელია ითხოვს იმ პირების დადგენას, რომლებმაც ჩანაწერით შანტაჟი დაგეგმეს

01 თებერვალი 2019, 00:00 2274 ნახვა

ეკა ბესელიას განცხადებით, გამოძიებამ ასევე უმოკლეს დროში უნდა დაადგინოს, ფარული ვიდეოჩანაწერების გაკეთების ინიციატორების ვინაობა. პასუხისგებაში უნდა მისცენ ის პირებიც, რომლებისგანაც ეს დანაშაულებრივი განზრახვა წამოვიდა. 

''მე ველოდები გამოძიების შემდგომ ნაბიჯებს. გარდა ამ გამავრცელებელი პირებისა,  რომლებიც ასევე პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული, დასადგენია ვისგანაც წამოვიდა თავიდან დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება, ანუ ვინ იყო ამ უკანონო ჩანაწერის ინიციატორი. ვინც იყო ამ დანაშაულის სათავეში. მე ველოდები გამოძიებისგან ამ კითხვებზე პასუხს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი'' - ამბობს დეპუტატი. 

ეკა ბესელიას თქმით, პროცესების შესაჩერებლად  სამართალდამცველების სწრაფი რეაგირებაა საჭირო. 

საქართველოს პარლამენტის წევრი დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც შეხვდება. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავეს. 

რამდენიმე დღის წინ, დეპუტატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით ადამიანებს უგზავნიდნენ ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. 

ამავე კატეგორიაში