მე-12 კლასელებს გამოცდა მოეხსნათ - მამუკა ბახტაძე

01 თებერვალი 2019, 00:00 6881 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მე-12 კლასელებისთვის წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდება.

მამუკა ბახტაძემ სიახლე რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გაახმოვანა.

''ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით 2019 წელს, რომელიც შეეხება მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორ მე-11 კლასელებს, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ  2019 წელს გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის უქმდებოდა. მე-12 კლასელებისთვის კი ერთჯერადად რჩებოდა.  2020 წლიდან კი მათთვისაც იხსნებოდა.

მოსწავლეები გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებდნენ. 

ამავე კატეგორიაში