გაზმომარაგების სისტემის გაუმართაობითა და დაუდევრობით ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ - პრემიერი 

01 თებერვალი 2019, 00:00 1703 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ.

''საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები'' - განაცხადა მამუკა ბახტაძე.

პრემიერი კანონმდებლობის გამკაცრებაზე საუბრობს. ასევე ამბობს, რომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა, რა შედეგები შეიძლება მოყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას. 

„უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე. მათ შორის, ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე მომხმარებლებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ვალდებული ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. ასევე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს“ - ამბობს მამუკა ბახტაძე.

პრემიერ-მინისტრმა ქეთევან წამებულის გამზირზე გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

გუშინ საცხოვრებელ კორპუსში, გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. 

ამავე კატეგორიაში