რეორგანიზაცია სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში

01 თებერვალი 2019, 00:00 2098 ნახვა

თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების სამინისტროს განვითარებისა და მუშაობის  ტემპს უწუნებს. ეს პოზიცია მთავრობის მეთაურმა განათლების სამინისტროში შეხვედრის დროს დააფიქსირა.

რეგიონის პირველი პირს მიაჩნია, რომ უწყებაში სიახლეების ნაკლებობაა და საჭიროა ცენტრალურ ხელისუფლებასთან მეტი კომუნიკაცია.

თორნიკე რიჟვაძემ დღეს აჭარის განათლების სამინისტროს მეოთხე მოადგილე წარადგინა და ისაუბრა  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში დაგეგმილ რეორგანიზაციაზეც

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში