საპიკნიკე ტერიტორიის მოწყობა სახალვაშოში

01 თებერვალი 2019, 00:00 1298 ნახვა

სახალვაშოში დასასვენებელი საპიკნიკე ადგილის მოწყობის ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო. რომლის  ფარგლებშიც ტერიტორიაზე გადამფრენ მფრინველებზე დაკვირვების ღია სადგური და ტურისტების დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამ ეტაპზე ძირითადი კონსტრუქციის მოსაწყობი სამუშაოები მიმდინარეობს.  დასასვენებელი ცენტრის მოწყობა ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დასასვენებელი საპიკნიკე ადგილების პროექტს აჭარაში ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ერთდროულად  3 ლოკაციაზე ნენიაში, სახალვაშოსა და დანდალოში ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში