შეხვედრა პორტუგალიის პრეზიდენტთან

05 აგვისტო 2016, 00:00 3395 ნახვა

ბრაზილიაში საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. მხარეებს შორის საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პორტუგალიელი მონიტორების ჩართვის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაიწყო. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში პორტუგალიელების დახმარება იყო. მარსელო რებელო დე სუსამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამავე კატეგორიაში