ხულოში სტალინის ქუჩას სახელს შეუცვლიან

03 თებერვალი 2019, 00:00 1402 ნახვა

წლების შემდეგ ხულოში სტალინის ქუჩას  შესაძლოა სახელწოდება შეეცვალოს. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამჟამად მხოლოდ ერთი ვერსია, შინდისის გმირების სახელის მინიჭება განიხილება. მიუხედავად  ქუჩის სახელის შეცვლისა მოსახლეობას ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნება. ისინი  რეესტრში ცვლილებებს უფასოდ განახორციელებენ.

ამავე კატეგორიაში