ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოებაზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

04 თებერვალი 2019, 00:00 1533 ნახვა

ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამუშაო  ჯგუფი საქართველოს პარლამენტში დღეს პირველ შეხვედრას გამართავს. სამუშაო ჯგუფი ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევის შედეგად გამოწვეული უბედური შემთხვევების მინიმალიზების მიმართულებით იმუშავებს.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა საერთაშორისო გამოცდილება უნდა მოიშველიოს.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის სამინისტრო, მარეგულირებელი კომისია, ენერგოომბუდსმენი და ბიზნესომბუდსმენი.

ბოლო ერთ თვეში ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე კი დიღომში გაზის აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე კატეგორიაში