ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტის პრეზენტაცია

04 თებერვალი 2019, 00:00 1667 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად,  ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტზე მსჯელობენ.

პროექტის პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ იმ საჭიროებებზე გაამახვილა  ყურადღება , რომლებიც ბავშვთა უფლებებს ეხება.  კანონმდებლების განცხადებით, აუცილებელია კანონპროექტის მიღებამდე  საკითხზე დაინტერესებულ პირებთან, საზოგადოების ფართო ჩართულობით იმსჯელონ. 

ღონისძიების მთავარი სპიკერები საუბრობენ ბავშვთა უფლებების კოდექსის მნიშვნელობაზე ნაციონალურ კონტექსტში; ბავშვთა უფლებების კოდექსის მნიშვნელოვან ასპექტებზე; კოდექსის პროექტის სტრუქტურის დასაბუთებასა და კანონის იმპლემენტაციის შესაძლებლობებზე.

ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ამ წუთებში მიმდინარეობს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში